გუბერნატორი: ადმინისტრაციის დაფინანსების გაზრდა ხელფასებზე არ აისახება

ოქტომბერი 03 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"იმ შემთხვევაში, თუ ბიუჯეტის პროექტი ამ სახით დამტკიცდება და გუბერნიების დაფინანსება 2019 წლიდან გაიზრდება, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში ხელფასი არ მოიმატებს", - ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" შიდა ქართლის გუბერნიიდან განუცხადეს.

"ჯერ პირველადი წარდგენა იყო და დამტკიცებული არ არის. შეიძლება დაამტკიცონ მაგის დამატება და შეიძლება - არა, თუმცა, ეს თანხა ხელფასებისთვის განკუთვნილი არ იქნება", - განაცხადეს გუბერნიაში.

ამავე თემაზე: 2019 წლისთვის სამხარეო ადმინისტრაციების (გუბერნატორების) დაფინანსების გაზრდა იგეგმება.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ყველაზე ცოტა თანხა შიდა ქართლის და ქვემო ქართლის გუბერნატორების ადმინისტრაციებს დაემატება. შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის დაფინანსება 625 ათასი ლარიდან 630 ათას ლარამდე იზრდება.

რაც შეეხება შრომის ანაზღაურებას, შიდა ქართლის გუბერნატორის, ხელფასი, 2018 წლიდან, 5900 ლარი გახდა. მანამდე კი 2900 ლარი იყო. 2018 წლიდან ხელფასი გაეზარდათ მის მოადგილეებსაც. ვიცე - გუბერნატორს ნაცვლად 2300 ლარისა, 3600 ლარი დაენიშნა, მეორე მოადგილის ხელფასი კი 2300 ლარიდან 3500 ლარი გახდა.

2019 წლიდან კი შიდა ქართლის გუბერნიის მთლიანი დაფინანსება 5000 ლარით იზრდება.

Read 744 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი