მაყიშვილი: მე დღეს ველოდები ჩემი მეუღლის გათავისუფლებას

ოქტომბერი 03 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ხურვალეთიდან გატაცებული 37 წლის მაია ოთინაშვილის დაბრუნებას მეუღლე დღეისთვის ელოდება.

იგორ მაყიშვილი ფიქრობს, რომ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაწესებული პროცედურები სწორედ დღეს უნდა დასრულდეს. დაკავებულის მეუღლე მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ციხეში მყოფი ქალის მდგომარეობა ვერ იქნება დამაკმაყოფილებელი. 

"ვიდრე პირადად არ ვნახავ, ვერავის ნათქვამს ვერ დავიჯერებ. წარმოიდგინეთ ქალი, სამი შვილის დედა 5 დღე ციხეში იყოს და მისი მდგომარეობა არ იყოს გართულებული. ეს ხომ წარმოუდგენელია. ჩვენთან მხოლოდ ციხელაშვილი იმყოფებოდა და რა ინფორმაციაც მას მიაწოდეს, ის გვითხრა ჩვენ. თავად არ უნახავს ჩემი მეუღლე და მას ვერ ექნება ზუსტი ინფორმაცია, ცხინვალში რა პირობებსა და მდგომარეობაშია ჩემი მეუღლე. ციხელაშვილმა არ დაადასტურა ორთვიანი პატიმრობა, ამიტომ, წესით, დღეს ყველა მათი პროცედურა უნდა დასრულდეს", - აღნიშნა იგორ მაყიშვილმა.

Read 972 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი