ციხელაშვილი მაია ოთინაშვილისთვის 2 თვიანი პატიმრობის შეფარდებას არ ადასტურებს

ოქტომბერი 03 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა სოფელ ახალი ხურვალეთიდან გატაცებული მაია ოთინაშვილის ოჯახის წევრებს მის ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია გააცნო.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, მთელი ძალისხმევა მობილიზებულია, რათა მისი გათავისუფლება მოხერხდეს. 

"ბოლო ინფორმაციით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში დაგეგმილია ის ე.წ. პროცედურებიც, რომლებიც უკანონო დაკავებების შემთხვევაში ხდება ხოლმე. სხვა ტიპის გადაწყვეტილება არ დასტურდება. ამ ყველაფერში ძალიან აქტიურადაა ჩართული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც. ინფორმაცია აქვთ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებსაც. ყველა არხი, რაც ასეთ ვითარებაში ჩვენს ხელთაა, გააქტიურებულია“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

Read 849 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი