Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 02 ოქტომბერი 2018 12:31

სუს-ი: მაია ოთინაშვილის საკითხზე ევროკავშირი ინფორმირებულია

Rate this item
(0 votes)

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით სოფელ ახალი ხურვალეთის ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ, უკანონოდ დაკავებული მაია ოთინაშვილის გასათავისუფლებლად ყველა რესურსს იყენებენ. 

"ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყველა საშუალებას იყენებს, საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადაში გასათავისუფლებლად“, - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

37 წლის მაია ოთინაშვილი მიმდინარე წლის 29 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში რუსმა სამხედროებმა დააკავეს.

Read 1181 times Last modified on სამშაბათი, 02 ოქტომბერი 2018 12:35