"გორის დღის" აღნიშვნა ბიუჯეტს 27 822 ლარი დაუჯდა

ოქტომბერი 01 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის დღეების ნაცვლად წელს ქალაქის სახალხო დღესასწაულს "გორის დღე" უწოდეს.

სახელწოდებასთან ერთად შეცვლილია აღნიშნული მიმართულებით გამოყოფილი თანხაც. თუ "გორის დღეებისთვის" გასულ წელს 9500 ლარი დაიხარჯა, წელს ეს თანხა 27 822 -ლარამდე გაიზარდა. ეს ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" გორის მერიიდან მიაწოდეს. უწყებაში განმარტავენ, "გორის დღეების" გარდა აქამდე სხვა ფესტივალიც (საგუნდო და ღვინის ფესტივალი) იმართებოდა და საერთო ჯამში 39 779 ლარი იხარჯებოდა, წელს კი ყველა ღონისძიება ერთ დღეს მოეწყო და ჯამური თანხის მაჩვენებელიც შემცირებულია.

გორში სახალხო დღესასწაული 2010 წლიდან ჯერ "ქართლის დღეების" სახელით იმართებოდა, 2014 წლიდან მაშინდელმა ქალაქის მერმა მას "გორის დღეები" უწოდა. წელს კი ახალი გუბერნატორის ინიციატივით, ქალაქის სახალხო დღესასწაული მხოლოდ ერთი დღით, "გორის დღის" სახელწოდებით აღინიშნა.

Read 1034 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი