სადგურის საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის მერია დეტალურ ხარჯთაღრიცხვას ითხოვს

ოქტომბერი 01 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სადგურის საბავშვო ბაღის მშენებლობის გასაგრძელებლად გამოცხადებულ მესამე ტენდერში მონაწილე ინდ. მეწარმე კახა დათაშვილი დეტალურ ხარჯთაღრიცხვას მერიას ხვალ წარუდგენს.

ამის შესახებ მან რადიო "მოზაიკას" განუცხადა. სატენდერო დოკუმენტებს მერიის სპეციალური კომისიის მიერ შედგენილი ოქმი დაემატა, სადაც აღნიშნულ ინდ. მეწარმის მხრიდან არასრულად წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაზეა საუბარი.

"ინდ. მეწარმე კახა დათაშვილს არ წარმოუდგენია ხარჯთაღრიცხვა არ წარმოუდგენია ექსელის ფაილით, მის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის გადამოწმებისას ღმოჩნდა, რომ პრეტენდენტის მიერ შედგენილ ხარჯთაღრიცხვაში ერთეულის ღირებულებები დამრგვალებულია ათეულებამდე და ექსელის ფაილის წარმოდგენის გარეშე ვერ მოხერხდება ხარჯთაღრიცხვის დეტალური გადამოწმებისას. კომისიის გადაწყვეტილების მიხედვით, პრეტენდენტისთვის სატენდერო წინადადებების დაზუსტებისთვის 3 სამუშაო დღიანი ვადა მიეცა", - წერია სახელმწიფო ტენდერების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში.

ინდ. მეწარმე კახა დათაშვილმა რადიო "მოზაიკას" უთხრა, რომ მოთხოვნილ დოკუმენტაციას ხვალ წარმოადგენს. რაც შეეხება ხელშეკრულების გაფორმებამდე გასავლელ პროცედურებს, ის ფიქრობს, რომ არსებულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს და სადგურის დასახლებაში დაწყებული მშენებლობის გაგრძელებას უახლოეს პერიოდში შეძლებს.

გასულ კვირას მან რადიო "მოზაიკასთან" აღნიშნა, რომ ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში სამუშაოებს ხელშეკრულების გაფორმებიდან მაქსიმუმ 8 თვეში დაასრულებს.

Read 730 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი