იაზროვნე ნათია გველებიანის დასახმარებლად - გორში მორიგი აქცია გაიმართება

ოქტომბერი 01 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის ინტელექტ - კლუბი რა? სად? როდის? და საინიციატივო ჯგუფი აწყობს საქველმოქმედო ინტელექტუალურ თამაშს სახელწოდებით "იაზროვნე ნათია გველებიანის დასახმარებლად“, რომელშიც გორის სამთავრობო, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

"ნებისმიერ ორგანიზაციას / დაწესებულებას / საინიციატივო ჯგუფს შეუძლია წარადგინოს 6 წევრისგან შემდგარი გუნდი. მონაწილეობის ღირებულებაა 60 ლარი, რომელსაც გუნდები ინტელექტუალური თამაშის დღეს წარმოადგენენ. საქველმოქმედო აქციიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება ნათია გველებიანის მკურნალობას. თუ ვერ ახერხებთ მონაწილეობას შესაძლებლობა გაქვთ დააწესოთ პრიზი გამარჯვებულისთვის, ან გააკეთოს ფინანსური შემოწირულობა", - აცხადებენ ორგანიზატორები.

ქალაქ გორში მცხოვრებ ნათია გველებიანს აღმოაჩნდა არაჰოჯკინისლიმფომა მე-4 სტადია. სისხლიდან გადასულია ძვლებზე და ზურგის ტვინზე.საჭიროებს ღეროვანი უჯრედების გადანერგვას რომელიც ღირს 36000$.

ინტელექტთამაში გაიმართება 7ოქტომბერს 12 სთ-ზე, გორის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, მისამრთიქ.გორი, ჭავჭავაძის ქ№53.

ინფორმაციისთვის დარეკეთ : 593-572-216

Read 1264 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი