გორის მუნიციპალიტეტის მერმა ახალი ხურვალეთიდან გატაცებული ქალის ოჯახი მოინახულა

სექტემბერი 29 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილესთან სიმონ გულედანთან ერთად, ახალ ხურვალეთში ის ადგილი დაათვალიერა, საიდანაც მაია ოთანაშვილი დააკავეს.

"ძალიან სამწუხაროა, რომ ამ სოფლიდან ბოლო პერიოდში უკვე მეორედ წაიყვანეს ქალბატონი. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ის საკუთარ ბაღში იმყოფებოდა. საქმის კურსშია ყველა შესაბამისი უწყება და მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს ქალბატონი სულ მალე დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს." -ამბობს  გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი.

მერი მაია ოთინაშვილის ოჯახის წევრებსაც გაესაუბრა. ოთინაშვილის მეუღლის ინფორმაციით, მასთან ერთად ბაღში იმყოფებოდა, რა დროსაც ჩასაფრებულმა ნიღბიანებმა მაია ოთინაშვილი გაიტაცეს, მეუღლემ დახმარება ვერ მოასწრო. ოჯახს ამ დრომდე ოკუპირებული ტერიტორიიდან არავინ დაკავშირებია.

37 წლის მაია ოთინაშვილი დღეს, ე.წ. საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს.

Read 883 times Last modified on Last modified on სექტემბერი 29 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი