მერეთის სკოლაში წიგნის ბუდე გაიხსნა

სექტემბერი 29 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ მერეთის სკოლაში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტის „კულტურა საზღვრებს გარეშე“ ფარგლებში, წიგნის ბუდე გაიხსნა.

პროექტის მიზანია, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის კულტურულ პროცესებში ჩართვის ხელშეწყობა. 

ღონისძიებას გორის მერიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 

მერეთის სკოლის შვიდ წარმატებულ მოსწავლეს წიგნების კრებული გადაეცათ.

პროექტის ფარგლებში, წიგნის ხელმისაწვდომობის მიზნით, დაარსდება ღია სამკითხველოები, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ იკითხონ და განახორციელონ საგანმანათლებლო აქტივობები.

ავტორები იმედოვნებენ, რომ პროექტი ხელს შეუწყობს წიგნის პოპულარიზაციასა და განათლების დონის ამაღლებას.

 

 

Read 1674 times Last modified on Last modified on სექტემბერი 29 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი