Back to Top
პარასკევი, 28 სექტემბერი 2018 18:37

მედოევი: ჰკითხოს ბახტაძემ ამერიკელებს, როდემდე აპირებენ სამხრეთ ოსეთის აზიური ფაროსანათი მოსპობას

Rate this item
(0 votes)

"საქართველოს პრემიერის განცხადებები მეგობრობაზე არალოგიკურად ჟღერს იმის ფონზე, რომ სამხრეთ ოსეთი მეზობელი ქვეყნის მხრიდან ბიოლოგიური საფრთხის ქვეშ დგება, - ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა განაცხადა.

 

"ჩვენ კვლავ მეგობრებსა და თანამოქალაქეებს გვეძახიან. კვლავ ძველ სიმღერას მღერიან. უფრო ლოგიკური იქნებოდა, თუ ბატონი ბახტაძე თავის ამერიკელ მეგობრებს შეეკითხებოდა - როდემდე აპირებენ სამხრეთ ოსეთის აზიური ფაროსანათი მოსპობას“, - განაცხადა მედოევმა.

მისივე თქმით, საქართველოს მხრიდან არსებული ბიოლოგიური საფრთხე ხელს არ უწყობს ურთიერთობების ნორმალიზებას.

„საქართველოს პრემიერის გამოსვლა იმის ფონზე მოხდა, როდესაც სამხრეთ ოსეთში აზიური ფაროსანის არსებობა ფიქსირდება. ჩვენ უკვე დავინახეთ თუ რა გამოიწვია ამან აფხაზეთში და არ გვსურს ამ სცენარის ჩვენთან განმეორება. ჩვენთვის ეს საფრთხეა“, - დასძინა მან.

Read 3213 times