Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 28 სექტემბერი 2018 12:33

გორის მერი: ჯერ არ გადაგვიწყვიტავს, კობახიძეს სად გადავიყვანთ

Rate this item
(0 votes)

“კობახიძის ადგილას დავნიშნეთ ახალგაზრდა კაცი, ახალი ხედვებითა და იდეებით“, - განაცხადა გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გივი კობახიძე გორის მერმა დღეს გაათავისუფლა. 

“ჯერჯერობით, არ გადაწყვეტილა სად გააგრძელებს მუშაობს გივი კობახიძე, მის ადგილას დავნიშნეთ ახალგაზრდა კაცი, რომელსაც აქვს ახალი ხედვები, რაც ძალიან სჭირდება ქალაქს, ამიტომაც დავნიშნე, ვინაიდან გათავისუფლებაცა და დანიშვნაც ჩემი პრეროგატივაა“, - განაცხადა თავზარაშვილმა.

გორის მერის განცხადებით, გივი კობახიძის გათავისუფლება კეთილმოწყობის ა(ა)იპ - ში აუდიტის სამსახურის შესვლას არ უკავშირდება.

რადიო “მოზაიკამ“ კეთილმოწყობის სააგენტოში აუდიტის შესვლის შესახებ ინფორმაცია ორი თვის წინ გაავრცელა.

Read 1722 times