მერია დაფინანსების მოსაპოვებლად ინფრასტრუქტურულ პროექტებს ევროკავშირში წარადგენს

სექტემბერი 28 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

დაფინანსების მოსაპოვებლად ევროკავშირში წარსადგენ პროექტებზე გორის მერიაში განხილვა გაიმართა.

განხილვაში მონაწილეობა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მერიის წარმომადგენლებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა მიიღეს. 

გორის მერია უწყვეტად თანამშრომლობს პოლონელ ექსპერტებთან, რადგან პროექტი სწორი მიმართულებით მომზადდეს.

მერიის მიერ შემუშავებული პროექტია: 

  • გორში მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა
  • წედისი-ბნავისი-ოლოზი-ღვარების გზის და სასმელი წყალის რეაბილიტაცია
  • სოფელ ქიწნისის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია
  • გორში ახალბაღის და გორიჯვრის დამაკავშირებელი საბაგიროს გზის მოწყობა
  • გორში ველო-ბილიკისათვის ბილიკისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობა
  • შშმ პირთათვის სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა
  • გორში კომბინატის და წმინდაწყლის დასახლების დამაკავშირებელი ხიდის მოწყობა
  • ცენტრალური ავტობანიდან სოფელ ბერშუეთსა და კირბალში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია
  •  ცხინვალის გზატკეცილიდან სოფლ ძევერასა და შერთულში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია

გორის მუნიციპალიტეტის მერია კონკრეტულ პროექტზე არჩევანს უახლოეს მომავალში გააკეთებს. პროექტის შერჩევისას მერია გამოცდილი ექსპერტების რეკომენდაციებს და საზოგადოების აზრს გაითვალისწინებს.

დასაფინანსებლად წარსადგენი დოკუმენტების შემუშავება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი დაგეგმვის სისტემების საშუალებით“ პროექტის ფარგლებში ხორციელდება

Read 961 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი