Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 27 სექტემბერი 2018 14:10

გორში აფხაზეთიდან დევნილი 300-მდე ოჯახი ცხოვრობს

Rate this item
(0 votes)

"ბოლო მონაცემებით, გორში, აფხაზეთიდან დევნილი 1000 - მდე ადამიანი ცხოვრობს“- ეს ინფორმაცია რადიო “მოზაიკას’’ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგიონულმა წარმომადგენელმა, ნანა საბანაძემ მიაწოდა. 

“ახალი დევნილების შემომატება აღარ ყოფილა და სავარაუდოდ, შეიძლება ვთქვათ, რომ გორში აფხაზეთიდან დევნილი 1000-მდე ადამიანი ცხოვრობს, განსახლებებისა და სხვა პროცესების შედეგად შესაძლოა შეიცვალა ეს ციფრი. ბოლო წლებში ასეთი ტიპის აღრიცხვები აღარ ხდება. ჯამში, დაახლოებით, 300 ოჯახი შეიძლება იყოს“, - განაცხადა ნანა საბანაძემ.

Read 1281 times