Print this page
ხუთშაბათი, 27 სექტემბერი 2018 14:07

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გმირების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს

Rate this item
(0 votes)

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, დიდების მუზეუმთან არსებული მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. 

ღონისძიებას ქალაქი მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე ესწრებოდნენ. 

“დღევანდელმა დღემ და განვლილმა 25 წელმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს. დღევანდელი დღე კიდევ ერთი გზავნილი უნდა იყოს, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის, რომ მშვიდად თანაცხოვრება არის უალტერნატივო გამოსავალი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს. ჩვენი, ყველა მოქალაქის ვალია, რომ აღდგეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და იძულებით გადაადგილებული პირები დაუბრუნდნენ თავის კერას“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა.

Read 1224 times