ტ/კ „თრიალეთს“ წელს შემოსავლების 47%-იანი მატება აქვს, „დიას“ კი 6%

სექტემბერი 27 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2018 წლის მეორე კვარტლის სატელევიზიო შემოსავლები გამოაქვეყნა და შედეგები ბაზრის 2%-იანი ზრდით შეაჯამა. 

საუბარია ორი კვარტლის მონაცემებზე, უფრო კონკრეტულად კი კომისიამ ანალიზისთვის 2018 და 2017 წლის მეორე კვარტლის მონაცემები შეადარა ერთმანეთს და იგივე პერიოდის მონაცემთა შედარებით, ისევე, როგორც პირველ კვარტალში, რეგიონალურ ტელევიზიათა შემოსავლები დაკლებულია. კლების ტენდენციის პარალელურად პროცენტულმა მაჩვენებელმა იკლო და 4, 8% შეადგინა. არსებითად დაკლებულია 10 ტელეკომპანიის შემოსავლები, მათ შორის არ აღმოჩნდნენ გორიდან მაუწყებელი ტელეკომპანიები. რომელთა მდგომარეობა არსებითადაა გაუმჯობესებული.

შემოსავლების კუთხით, ტ/კ „თრიალეთს“ 47%-იანი მატება აქვს. გორიდან მაუწყებელ კიდევ ერთ ტელეკომპანიას „დია“ კი 6%-იანი მატება აქვს.

მეორე კვარტალში საინფორმაციო პროგრამების მწარმოებელმა რეგიონალური ტელეკომპანიების შემოსავალმა საქართველოს მასშტაბით ჯამში 578 713 ლარი შეადგინა. რაც ექსპერტების შეფასებით, საერთო სარეკლამო ყულაბის 1,5%-ია.

Read 717 times Last modified on Last modified on სექტემბერი 27 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი