კოვზიაშვილი: საჭიროების შემთხვევაში, ჯგუფებში მესამე აღმზრდელი დაემატება

სექტემბერი 26 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

“იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ჯგუფში ბავშვების რაოდენობა დადგენილ ნორმას გადააჭარბებს, აუცილებლად დავამატებთ მესამე აღმზრდელსაც, რათა ბავშვებს სათანადო ყურადღება მიექცეთ“, - ამის შესახებ ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლია კოვზიაშვილმა რადიო “მოზაიკასთან“ საუბრისას განაცხადა. 

“დაახლოებით ოქტომბრის პირველი რიცხვებისთვის გვეცოდინება სრული სურათი იმის მიხედვით, თუ სადმე გვექნება ბავშვების რაოდენობა გადაჭარბებული, აუცილებლად დაინიშნება მესამე პედაგოგი. ჯერ კიდევ დასალაგებელია ეს ყველაფერი. მაგალითად, გუშინ იყო რამდენიმე განცხადება, რომ მშობელი ითხოვს შვილის ამორიცხვას ბაღიდან, რადგან ბავშვი ვერ შეეგუა და ცხადია, ძალით ვერ ატარებს“, - განაცხადა კოვზიაშვილმა.

Read 1165 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი