Back to Top
ოთხშაბათი, 26 სექტემბერი 2018 11:50

გორელ პარლამენტარებს 22 თვეში ბიუჯეტიდან 214 273 ლარი აქვთ მიღებული

Rate this item
(0 votes)

გორელ პარლამენტარებს 2016 წლის ნოემბრიდან დღემდე ბიუჯეტიდან 214 273 ლარი აქვთ მიღებული.

მე - 9 მოწვევის პარლამენტმა მუშაობა 2016 წლის 18 ნოემბრიდან დაიწყო და წლის დასრულებამდე გორელმა პარლამენტარებმა თანამდებობრივი სარგოს სახით (ნოემბერ-დეკემბერი) 16 031 ლარი მიიღეს. აქედან 6385-ლარი იოსებ მაკრახიძეს. 9648 ლარი კი თენგიზ ხუბულურს აქვს მიღებული.

2017 წელს თანამდებობრივ სარგოს (2000 ლარი) სადეპუტატო უფლებამოსილების განსახორციელებელი თანხაც დაემატა, რომელიც მაკრახიძის შემთხვევაში 2623 ლარით განისაზღვრა, ხუბულური კი ამ მიმართულებით უფრო მეტს, 2738 ლარს იღებდა. მთლიანად კი 2017 წელს გორელ დეპუტატებს პარლამენტიდან სულ 112 350 ლარი ჩაერიცხათ, აქედან მაკრახიძის შემოსავალმა 55 445 ლარი, ხუბულურისამ კი 56 865 ლარი შეადგინა. 

2018 წელს, დეპუტატებისთვის გათვალისწინებულ ხარჯებს, დაზღვევის თანხაც დაემატა, რითიც მაკრახიძეს იანვარში, თებერვალში, მაისსა და ივნისში არ უსარგებლია, ხუბულურს კი სადაზღვეო თანხა 106 ლარის ოდენობით, თებრვლის გამოკლებით, ყოველ თვეს აქვს აღებული.

საერთო ჯამში, მიმდინარე წელს, დეპუტატები თანამდებობრივ სარგოს გაზრდილი სახით იღებენ და მთლიანმა მაჩვენებელმა 9 თვეში 85 892 ლარი შეადგინა. აქედან (დაზღვევის თანხასთან ერთად) წელს, მაკრახიძეს მიღებული აქვს 42 288 ლარი, თენგიზ ხუბულურის კი 43 604 ლარი. აღსანიშნავია, რომ გორის თემის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი უფლებამოსილების დაწყებიდან დღემდე ქალაქის მაჟორიტართან შედარებით ყოველთვის მეტ თანხას იღებს.

Read 1100 times Last modified on ოთხშაბათი, 26 სექტემბერი 2018 12:27