ბიძინაშვილი: უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ახლობლებში დღემდეა სტიგმა

სექტემბერი 23 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

უგზო-უკვლოდ დაკარუგულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე ორგანიზაციის "ნაბიჯი მომავლისაკენ" წარმომადგენელმა ქეთევან ბიძინაშვილმა გადაცემაში "კავშირგაბმულობა" ისაუბრა. 

 მისი განმარტებით, ამ ადამიანებში გაურვევლობისა და ორაზროვანი დანაკარგის განცდა ფსიქოლოგიურ სტრესს იწვევს, რაც მათ საზოგადოებასთან ინტეგრაციის პროცესს ურთულებს.  

"ჩვენ გვყავს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებიდან ბენეფიციარები, რომლებიც 10 წელი გარეთ ვერ გადიოდნენ. არ იცოდნენ როგორ მოქცეულიყვნენ საზოგადოებაში, მაგალითად, ჩაეცვათ თუ არა შავი ტანსაცმელი. განსაკუთრებით ეს სტიგმა ქალებში არსებობდა. გამოსულიყვნენ გარეთ როგორც შვილმკვდარი დედები ან ქვრივები, თუ გლოვა არ დაეშვათ და მათი ახლობელი ადამიანი ისევ ცოცხლად აღექვათ. ასეთი ორაზროვანი განცდა ძალიან ამძიმებს მათ ფსიქოლოგიურ მდგოარეობას. დღეს შეიძლება მწუხარებით გაეღვიძათ და მეორე დღეს ოპტიმიზმი დაუბრუნდეთ. "-ამბობს ქეთევან ბიძინაშვილი. 

Read 1098 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი