გოგინაშვილის მიმოწერის ფაქტს საია შეისწავლის

სექტემბერი 22 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის საკრებულოს წევრის მიერ ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" შეისწავლის.

საუბარია გორისსაკრებულოს წევრის მიმოწერაზე, სადაც ის პარტიის წევრებსა და აქტივისტებს სალომე ზურაბიშვილის "ფეისბუქზე" განთავსებული ვიდეოების მოწონებას სთხოვს.

"შესაძლებელია ჩვენ ვისაუბროთ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაზე, რომელიც საუბრობს იმას, რომ მოხდეს კონკრეტულ ქმედებებში, რომელიც ხელს უწყობს პირის კანდიდატად წარდგენას ან არჩევას, ამ შემთხვევაში ის პირები, რომლებსაც უფლება აქვს რომ აგიტაცია განახორციელოს რთავენ მათთან დაქვემდებარებულ ან სხვაგვარად დამოკიდებულ პირებს ის შეიძლება შეიცავდეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს. ამის გარდა მნიშვნელოვანია მოხდეს შემდგომი მონიტორინგი ხომ არ არიან ეს პირები ჩართული აგიტაციაში და აგიტაციას კანონდარღვევით ხომ არ ახორციელებენ. მაგალითად, სამუშაო საათების პერიოდში ან იმ პერიოდში როცა სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებენ"-ამბობს ირმა პავლიაშვილი.

 

Read 962 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი