ახალ სარეზერვო კონცეფცია - ვინ იმსახურებს რეზერვში?

იანვარი 25 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარეზერვო სისტემის ახალი კონცეფცია მოამზადა, - ეს ინფორმაცია მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ახალი კონცეფცია ტოტალურ თავდაცვაში საქართველოს მოქალაქეების ჩართულობასა და სამობილიზაციო რესურსის ოპტიმალურად გამოყენებას ითვალისწინებს.

“უახლესმა ისტორიამაც ნათლად აჩვენა, რომ მოქმედი რეზერვის და მობილიზაციის სისტემა საჭიროებს სერიოზულ გარდაქმნას და დახვეწას და ძლიერი სარეზერვო სისტემა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახალი კონცეფცია ტოტალურ თავდაცვაში საქართველოს მოქალაქეების ჩართულობას და სამობილიზაციო რესურსის ოპტიმალურად გამოყენებას ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სამობილიზაციო რეზერვთან ერთად აქტიური რეზერვის სამი სხვადასხვა სახე არის გათვალისწინებული ახალი კონცეფციის მიხედვით, ეს არის – ნებაყოფლობითი, საკონტრაქტო და ანაზღაურებადი. ჩვენ ეს სისტემა საშუალებას გვაძლევს, რომ საქართველოს მოქალაქემ თავისი ადგილი ამ სისტემაში ისე მოძებნოს, რომ ის არ მოწყდეს სამოქალაქო აქტივობას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი", – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Read 979 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი