გორში დავით ბაქრაძის პლაკატები ჩამოხიეს

სექტემბერი 20 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის რამდენიმე უბანში "ევროპული საქართველოს" საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის პლაკატებია ჩამოხეული - ფაქტს გამოეხმაურა პარტიის ადგილობრივი წარმომადგენელი.

ლევან ბაგრი საარჩევნო მარათონში ჩართულ პირებს მოუწოდებს ყველა კანდიდატს მისცენ საშუალება თანაბარ პირობებში ჩაატარონ საარჩევნო კამპანია. "ევროპულ საქართველოში" განმარტავენ, რომ მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში, პარტია შესაბამის ზომებს მიიღებს.

"არ გვინდა, რომ რომელიმე კონკრეტული პარტია დავადანაშაულოთ ამ ქმედებაში და გვსურს, რომ კონსოლიდირებულად და ურთიერთშეთანხმებულად ჩატარდეს საარჩევნო კამპანია. ამ პროცესში, არცერთმა ინდივიდმა ერთმანეთს ხელი არ უნდა შეუშალოს. წლების მანძილზე არსებობს პლაკატების ომი, ესეც არ არის გამონაკლისი. შეიძლება აქტივისტებმაც არ ჩამოხიეს და ამ ქმედებაში რიგითი გამვლელები მონაწილეობდნენ. ამაზე კონკრეტულად ხელის გაშვერა ვფიქრობ არასწორია, თუმცა მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში, აუცილებლად გავატარებთ შესაბამის ღონისძიებებს".

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება ისჯება, თუ ის აკრძალულ ადგილას არ არის განთავსებული.

Read 1077 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი