რესურსცენტრი: გამყოფ ხაზთან მდებარე სკოლებში მოსწავლეთა შემცირება არ შეინიშნება

სექტემბერი 20 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

კონფლიქტის ზონის სოფლებში არსებულ სკოლებში, გასულ წელთან შედარებით, მოსწავლეთა რაოდენობის ცვლილება არ შეინიშნება.

ამის შესახებ ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მიაწოდა. ნანა ტერმაკოზაშვილის განმარტებით, აღნიშნული კატეგორიის სკოლებში კონტინგენტის შემცირების ტენდენცია ბოლო არ ფიქსირდება და სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების მოპოვების მიზნით, უფროს კლასებში პირიქით, მოსწავლეთა რაოდენობა იზრდება.

"გორის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ყველაზე მცირე რაოდენობის მოსწავლე ქვემო ნიქოზის დაწყებით სკოლაშია, მცირეკონტიგენტიანია ასევე სკოლა არბოში, ბნავისის საბაზო საფეხურის მქონე სკოლაში -26, კირბალში -27 , ბოშურის საშუალო სკოლაში -50, ერგნეთში 52 მოსწავლე სწავლობს", - აღნიშნა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

შეგახსენებთ, სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტი იმ სტუდენტებს ეძლევათ, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობენ.

Read 807 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი