Back to Top
ხუთშაბათი, 25 იანვარი 2018 12:46

2018 წელს "გორის ციხე" და "თამარის დარბაზი" გარემონტდება

Rate this item
(0 votes)

მიმდინარე წელს გორში გორისციხის რესტავრაცია დაიწყება, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 2018 წელს უფლისციხეში ,,თამარის დარბაზიც" გარემონტდება.

სარესტავრაციო სამუშაოებისთვის თანხას სახელმწიფო ბიუჯეტი გამოყოფს. გორისციხის რეაბილიტაციის მიზნით, რამდენიმე კვლევა ჩატარდა, მათ შორის, სამხარაულის სახელობის ექპერტიზის ბიუროში. აღნიშნული დასკვნის მიხედვით, გორისციხის კედლები კოროზიას განიცდის და გადაუდებელი რესტავრაცია სჭირდება. ანალოგიური სიტუაციაა თამარის დარბაზშიც, სადაც წვიმის დროს წყალი ჩადის და კედლებს აზიანებს.

Read 3082 times