Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 19 სექტემბერი 2018 18:30

მაკრახიძე: მე ქრისტიანი კაცი ვარ და კანაფის საკითხზე ეკლესიის პოზიციას ვიზიარებ

Rate this item
(0 votes)

შეჩერდა მარიხუანას კულტივაცია-რეალიზაციის საკითხის განხილვა, საუბარია იმ სივრცის გამკაცრებაზე, რაც დარჩა დასარეგულირებელი. 

ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ რადიო "მოზაიკას" ქალაქ გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა, იოსებ მაკრახიძემ მიაწოდა. ის იზიარებს ეკლესიის პოზიციას და ფიქრობს, რომ კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებით მიდგომები გასამკაცრებელია. 

"კანაფის კულტივაცია-რეალიზაციის საკითხს არასოდეს დავუჭერ მხარს. რომ ამბობდნენ ექსპორტზე გატანით ბიუჯეტი შეივსებაო, ამისთვის სხვა რაღაცეებიც არსებობს. ბეევრი საშუალებაა ბიუჯეტის შევსებისა, რაღა მაგას უნდა მივადგეთ? მე ქრისტიანი კაცი ვარ, ვუსმენ ხოლმე სასულიერო პირების გამოსვლას და ვეთანხმები მათ პოზიციას ამ შემთხვევაშიც. ამით ახალი თაობის განვითარებას ხელი შეეშლება, წარმოვიდგინოთ ეს ყველაფერი ჩვენი შვილების მაგალითზე და ისე ვთქვათ, რა გვინდა და რა არ გვინდა. ეს საკითხი არ გავა! მხარს არავინ დაუჭერს. დღეს პირველი მოსმენა იყო. კენჭისყრა კი ხვალ იქნება."-უთხრა რადიო "მოზაიკას" იოსებ მაკრახიძემ.

 

Read 6550 times Last modified on ოთხშაბათი, 19 სექტემბერი 2018 20:07