მეხსიერების პოლიტიკა თანამედროვე საქართველოში - გორის უნივერსიტეტში დებატები გაიმართება

სექტემბერი 19 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო 21 სექტემბერს, გორში მართავს საჯარო დებატებს თემაზე: "მეხსიერების პოლიტიკა თანამედროვე საქართველოში: საბჭოთა წარსულის კრიტიკული გააზრება თუ ძეგლებთან ომი?"

"საქართველოში მეხსიერების პოლიტიკის შესახებ დისკუსიები პერიოდულად ჩნდება, მაშინ როცა სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაცია მოსახლეობის სტალინისადმი დამოკიდებულების გამოკითხვის შედეგებს გამოაქვეყნებს ან ტელევიზიისა თუ რადიოს მეშვეობით საბჭოთა წარსულის რომანტიზებას ვისმენთ. უახლეს წარსულში, სხვადასხვა პოლიტიკოსების მხრიდან წამოყენებული ინიციატივები რეალურად მიზნად ისახავდა არა საბჭოთა პერიოდის სიღრმისეულ გააზრებას, არამედ მორგებული იყო კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს და ხშირად ხელისუფლების საგარეო პრიორიტეტებს უკავშირდებოდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მეხსიერების პოლიტიკაზე მუშაობა მცირე ჯგუფის ან პოლიტიკური ელიტის მიერ ხდება და ამ პროცესში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ჩართულობა ნაკლებია", - მიაჩნიათ დისკუსიის ორგანიზატორებს.  

დებატები გაიმართება შემდეგ საკითხებზე:  

  • როგორ ხდება საბჭოთა პერიოდის გააზრება დღეს საქართველოში და რა მნიშვნელობა აქვს მას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე? 
  • როგორ ხდება მეხსიერების პოლიტიკის შემუშავება და რა როლი აქვს პოლიტიკურ ელიტას ამ პროცესში?  
  • როგორ განსაზღვრავს საქართველოში არსებული პოლიტიკური დღის წესრიგი მეხსიერების პოლიტიკას? 

მომხსენებლები:

  • გიორგი მაისურაძე, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • თამარ ქარაია, ასისტენტ პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • დავით ჯიშკარიანი, მკვლევარი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (სოვლაბი) მოდერატორი:

ღონისძიება 16:00 საათზე, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მოეწყობა.

Read 771 times Last modified on Last modified on სექტემბერი 19 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი