Back to Top
სამშაბათი, 18 სექტემბერი 2018 18:50

ვახტანგაშვილი: ოცნებას მარიხუანას და სალომეს მხარდაჭერა ძვირი დაუჯდება

Rate this item
(0 votes)

"სალომეს თუ არ ჩაეხსნება ოცნება, კიდევ ბევრ უხერხულობას მოიმკის", - ასე ეხმაურება ყოფილი პარლამენტარი "ქართული ოცნების" ღია პოზიციას დამოუკიდებელი კანდიდატის მიმართ და ფიქრობს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდება, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გარდაუვალი იქნება.

"თვითონ ოცნების მომხრეებიც არ აპირებენ სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას და თუ ეკლესიის არა, ერთი მღვდელმთავრის ღია განცხადებებსაც გავითვალისწინებთ მგონია, რომ ქვეყანას პოლიტიკური კრიზისი გარანტირებული აქვს. ოცნებას სალომესა და მარიხუანას მხარდაჭერა ძალიან ძვირი დაუჯდება და სავარაუდოდ, ვეღარც გადაიტანს. ჯერ კიდევ დრო არის, გამოფხიზლდეთ, ხვალ უკვე ძალიან დაგიგვიანდებათ", - წერს სოციალურ ქსელში სოსო ვახტანგაშვილი.

Read 1277 times