ხურვალეთში აბანო საბავშვო ბაღად გადააკეთეს

სექტემბერი 18 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში არსებულ საბავშვო ბაღში 14 ბავშვი დადის. 

აღმზრდელების განმარტებით, 4 ბავშვი წელს უკვე სკოლაში მივიდა, თუმცა მათი ადგილები ამავე რაოდენობის 2-3 წლის აღსაზრდელებმა შეავსეს.

საბავშვო ბაღი გასულ წელს დევნილთა მოთხოვნის საფუძველზე გაიხსნა.ამ შენობაში 2008 წლის ომის შემდეგ კოტეჯებთან ერთად საერთო აბანო და ამბულატორია ააშენეს, თუმცა დევნილების თქმით ეს სივრცე მათთვის გამოუსადეგარი აღმოჩნდა, რის შედეგადაც ის საბავშვო ბაღად გადააკეთეს.

მანამდე, სკოლამდელი ასაკის ბავშვები მშობლების ნაწილს მეზობელ სოფელ შავშვებში დაჰყავდათ. ამჟამად კი 20 ბავშვზე გათვლილი ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 2 მასწავლებელი და ამდენივე ძიძა მუშაობს.

Read 586 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი