Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 18 სექტემბერი 2018 11:18

ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში ფარული დისკრიმინაციის შესახებ ისაუბრებენ

Rate this item
(0 votes)

ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში ქალებს ფარული დისკრიმინაციის შესახებ “ქალთა ფონდის“ მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ესაუბრებიან.

პროექტი ეხმიანება ქალთა მიმართ არსებული ძალადობის დაფარული ფორმების აღმოფხვრა - შემცირებას. 

“დღეს შევხვდებით დევნილ ქალებს, ვესაუბრებით სექსუალური შევიწროების დაფარულ ფორმებზე. დევნილ ქალებთან ამ საკითხებზე საუბარი გადავწყვიტეთ იმიტომ, რომ ისინი განსაკუთრებულ მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ. როგორც ვიცით, დღეს ქალი თანაბრად ინაწილებს ოჯახის ტვირთს და მასაც უწევს შემოსავლებისთვის ზრუნვა. სწორედ შრომით ადგილებზე არსებულ სექსუალური შევიწროებისა და დაფარული დისკრიმინაციის ფორმების შესახებ გვინდა, რომ მეტი იცოდნენ“, - ამბობს მარიამ თედლიაშვილი. 

პროექტი ოთხი თვეა მიმდინარეობს და ქალების მიმართ დაფარული დისკრიმინაციული ფორმების შესახებ ინფორმირებას ემსახურება.

Read 1308 times