Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 17 სექტემბერი 2018 14:48

ოქრუაშვილი: გორში დათესილი პლანი თივის სახით რომ აიღოთ, 20000 პრესი მაინც გამოვა

Rate this item
(0 votes)

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ხელისუფლება კულტივირებული კანაფის ქვეყნის შიგნით გავრცელებას ვერ გააკონტროლებს.

ამის შესახებ ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"დაახლოებით 9 თვის წინ ბათუმის საავადმყოფოდან 6 000 (ექვსი ათასი) ამპულა მორფი დაიკარგა ანუ მოიპარეს. მასთან ერთად გაუჩინარდა ექთანიც. 9 თვე გავიდა და დღემდე არც მორფი უპოვიათ და არც ვინმე დაუკავებიათ. 6 000 ამპულა მორფი 200 კაცის ერთი თვის დოზაა დაახლოებით. ამის შემდეგ როგორ უნდა ენდო ან შინაგან საქმეთა მინისტრის ან ქოცდეპუტატების მტკიცებას, რომ კულტივირებული კანაფის ქვეყნის შიგნით არმოხვედრას გააკონტროლებენ. მარტო გორის სოფლები რომ დაიაროთ და წელს დათესილი პლანი თივის სახით აიღოთ 20 000 პრესი მაინც გამოვა. დიდიან პატარიანად ყველას პლანი უთესია და ეწევა. ერი ჩლუნგდება და ესაა ივანიშვილების და ქართული ოცნების ნარკოპოლიტიკის შედეგი. არადა კანაფის დათესვა/მოყვანა დღემდე დასჯადია კანონით, მაგრამ ვინაა პატრონი", - აცხადებს ოქრუაშვილი.

Read 2108 times