დევნილთა და განსახლების მინისტრი შინდისში იმყოფება

იანვარი 24 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა სოფელ შინდისში განახლებული საბავშვო ბაღი დაათვალიერა. მინისტრი გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელში რწმუნებულ-გუბერნატორ კახა სამხარაძესთან და გორის მუნიციპალიტეტის მერ კონსტანტინე თავზარაშვილთან ერთად ჩავიდა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 48 საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო და აღიჭურვა. მათ შორის 6 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება შიდა ქართლის რეგიონში მდებარეობს. საბავშვო ბაღების აღსაზრდელების 50%-ზე მეტს დევნილი ბავშვები შეადგენენ.

საბავშვო ბაღების დაფინანსების პარალელურად, პროგრამა მიზნად ისახავდა უკიდურესად მოწყვლადი კატეგორიის დევნილების სოციალურ-ეკონომიკურ დახმარებას. მცირე მეწარმეობის დასაწყებად ან განსავითარებლად, საქართველოს მასშტაბით, გრანტი 1000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა, მათ შორის 227 პროექტი შიდა ქართლის რეგიონში დაფინანსდა.

სოზარ სუბარმა სოფელ ვარიანში პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სასათბურე მეურნეობაც მოინახულა. ცხინვალიდან დევნილმა ელგუჯა კახნიაშვილმა, გრანტის საშუალებით, სათბურის კონსტრუქცია და სარწყავი სისტემა შეიძინა.

საგრანტო პროგრამა - „ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობა დევნილებისთვის“ - ევროკავშირის დაფინანსებით, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) განახორციელეს

Read 1229 times Last modified on Last modified on იანვარი 24 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი