Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 14 სექტემბერი 2018 17:16

ლაშა ჯიოშვილი: რაზმაძის "ვაჟკაცობის" ამბავი ყველასთვის უნდა გახდეს ცნობილი

Rate this item
(0 votes)

სამოქალაქო აქტივისტი ლაშა ჯიოშვილი აცხადებს, რომ უნდა დადგეს საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძეს პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.

ჯიოშვილს მიაჩნია, რომ რაზმაძემ ბოდიში უნდა მოიხადოს.

"ჩვენ , რა თქმა უნდა, გარკვეულ ღონისძიებებს მივმართავთ, რათა დადგეს დავით რაზმაძის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. ყველამ უნდა გაიგოს მისი "ვაჟკაცობის" ამბავი. უნდა მიხვდნენ, რომ შეცდომებს აღიარება სჭირდება. დავით რაზმაძე არაა შიდა პარტიული რაიკომის მდივანი, როგორც მათ ჰგონიათ. ის ქალაქმა აირჩია და ქალაქს უნდა სცეს პატივი. მას აქვს თმენის ვალდებულება. მოსახლეობისთვის არამგონია მოსაწონი იყოს, რომ დგას საკრებულოს თავმჯდომარე და იგინება პირდაპირ ეთერში", - განაცხადა ლაშა ჯიოშვილმა.

ზაზა სარალიძესა და დავით რაზმაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც საკრებულოს თავმჯდომარემ აქციაზე განაცხადა, რომ ეს ყველაფერი "ნაციონალური მოძრაობის" მიერაა მართული. მასთან ზაზა სარალიძე მივიდა და პარტიულობაზე პასუხს რაზმაძეს პირადად სთხოვდა. მოგვიანებით,შელაპარაკებამ გინებაში გადაინაცვლა. 

Read 4961 times Last modified on პარასკევი, 14 სექტემბერი 2018 18:24