Back to Top
პარასკევი, 14 სექტემბერი 2018 15:46

გუბერნია: გარდაცვლილის მამამ შეხვედრაზე უარი გვითხრა

Rate this item
(0 votes)

გორის ადმინისტრაციული შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვენ.

საკრებულოს თავმჯდომარესთან მომხდარი შელაპარაკების შემდეგ, შვილმკვდარ მშობლებთან სასაუბროდ, ადგილობრივი ხელისუფლებიდან აღარავინ მისულა. ცოტახნის წინ ცნობილი გახდა, რომ გუბერნიიდან გარდაცვლილის მამას სამხარეო ადმინისტრაციიდან შეხვედრა შესთავაზეს, თუმცა როგორც გუბერნატორის პრესსამსახურმა განმარტა, მერაბ მერებაშვილმა ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა. 

აქცია ადმინისტრაციულ შენობასთან 14:00 საათიდან დაიწყო და ახლაც მიმდინარეობს. გარდაცვლილთა მშობლები საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ და ადგილობრივ ხელისუფლებას სამართალდამცავებთან შუამდგომლობას სთხოვენ. 

Read 1158 times Last modified on პარასკევი, 14 სექტემბერი 2018 16:54