Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 14 სექტემბერი 2018 12:15

ავტომაგისტრალთან ვითარება დაიძაბა - პოლიციამ ადგილზე სპეცრაზმი გამოიძახა

Rate this item
(0 votes)

ამ წუთებში ავტომაგისტრალზე, გორთან ახლოს, მოძრაობა პარალიზებულია. თორნიკე მერებაშვილის მკლელობის ობიექტური გამოძიების მოთხოვნით გამართული აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობენ.

მოძრაობის შეზღუდვის უფლებას შეკრებილ მოქალაქეებს სამართალდამცველები არ აძლევენ. პოლიციამ ადგილზე სპეციალური დანიშნულების რაზმი გამოიძახა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოამდგენლები ცოცხალი ჯაჭვის საშუალებით ცდილობენ ავტომობილებს გადაადგილების საშუალება მისცენ. 

აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. ისინი მოქალაქეებს ადგილზე მისვლისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. 

სეგახსენებთ, რომ 18 წლის თორნიკე მერებაშვილი სოფელ ხელთუბანში, გაურკვეველ ვითარებაში, 6 ივლისს გარდაიცვალა. 

Read 2047 times Last modified on პარასკევი, 14 სექტემბერი 2018 13:09