ციხელაშვილი: არჩილ ტატუნაშვილის მკვლელების ინტერპოლით ძებნა მოხდება

სექტემბერი 14 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, არჩილ ტატუნაშვილის წამების გამო პასუხისგებაში მიცემული პირების ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნაში გადაცემას ეხმაურება. 

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განმარტებით, საერთაშორისო ძებნის გამოცხადება იმ პირებზე, რომლებმაც არჩილ ტატუნაშვილს, იოსებ პავლიაშვილსა და ლევან ქუტაშვილს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა, შემდეგ კი ტატუნაშვილი წამებით მოკლა, აუცილებელი ნაბიჯია რომელიც ქართულმა სახელმწიფომ გადადგა. 

"ჩვენ ვიყენებთ ყველა სამართლებრივ ბერკეტს იმისთვის, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს და დამნაშავეები დასჯილები იყვნენ. ისევე როგორც ოთხოზორიას მკვლელის შემთხვევაში, რომელიც უკვე იდენტიფიცირებულია და ის არის უკვე ბრალდებული ქართული სასამართლოს მიერ. ეს არის აუცილებელი ნაბიჯი და მას აუცილებლად გამოიყენებს საქართველო. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი გადაადგილებისას საქართველოს ფარგლებს გარეთ, მოხდება მათი დაკავება”, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა. 

ქეთევან ციხელაშვილმა რუსეთის მხრიდან განგრძობით ოკუპაციასა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე ინფორმაცია, დღეს ავსტრიის დედაქალაქში საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მიაწოდა.

Read 695 times Last modified on Last modified on სექტემბერი 14 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი