სააგენტო: შეთანხმების მიუხედავად, მერიიდან გორის ციხის ღონისძიებაზე არავინ მივიდა

სექტემბერი 13 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"გორის მერიას დილითვე შევატყობინეთ ცალკე მე და ცალკე ჩვენი მუზეუმების წარმომადგენელმა, დავრეკეთ ასევე გუბერნიის აპარატშიც", - ასე გამოეხმაურა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გორის ციხეზე ადგილობრივი ხელისუფლების გარეშე გამართული ღონისძიების საკითხს.

რადიო "მოზაიკა" სააგენტოს წარმომადგენლებს დაუკავშირდა და ჰკითხა, ვინ და როდის დაპატიჟეს გორის მერიიდან. 

"ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვიწვიეთ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. გვითხრეს, რომ უნდა მოსულიყვნენ, მაგრამ არ ვიცი ახლა იქ რა საქმე გამოუჩნდათ, რატომ არ მოვიდნენ, ეგ ნამდვილად აღარ გვიკითხავს. გორის ციხეზე მეც ჟურნალისტებთან ერთად ვიყავი. ვიცი, რომ ისინიც ელოდებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაგრამ მიზეზები და დეტალები არ ვიცი, რა მოხდა", - გვითხრა სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ბექა ბარამიძემ. 

Read 925 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი