სასესხო ვალდებულებები და თანმდევი გართულებები

იანვარი 23 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ხატია მუმლაძე

სასესხო ვალდებულებები და დარღვეული პირობების შედეგები, ვინ რისთვის იღებს კრედიტს და რატომ ვერ ახერხებს კრედიტორი ვალდებულების შესრულაბას, - ამ საკითხზე რადიო "მოზაიკა" ქუჩის გამოკითხვა ჩაატარა. 

სასესხო ვალდებულება საქართველოში ბევრი ადამიანისთვის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. რადიო „მოზაიკამ“ ამ თემაზე გორის მაცხოვრებლები გამოკითხა. მათ უმეტესობას ბანკში სესხი ან ადრე ჰქონია, ან ამჟამად აქვს და ნელ-ნელა იხდის.

 „ამჟამად კი ვიხდი, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ვერ ვახერხებ“, - გვეუბნება ერთ-ერთი რესპონდენტი.

გამოკითხულთა ნაწილი ამბობს, რომ ბანკიდან სესხი ეკონომიკური გაჭირვების გამო გამოაქვს, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვისაც სესხი საკუთარი სურვილების ასასრულებლად აიღო.

 „ჩემი აზრით, უნდა ეხმარებოდეს სახელმწიფო სესხის დაფარვაში, რომ გვიჭირს იმიტომ მივდივართ ბანკში.“

„რამდენჯერმე ტექნიკის შესაძენად გამოვიტანე სესხი. ისე, ამხელა პროცენტები რომ არ იყოს, ეგეც დახმარება იქნებოდა“, - გვითხრა ერთ-ერთმა რესპონდენტმა.

ჩვენთან საუბარში ადამიანები არც იმას მალავენ, რომ მათ გარშემო ხშირია შემთხვევები, როცა სასესხო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, აღსრულების ძალით ქონებას კარგავენ. 

რადიო “მოზაიკა“ ამ თემაზე "ადამიანთა უფლებათა ცენტრის" წარმომადგენელ ლექსო მერებაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, დაზარალებული მოქალაქეები მათთან ძირითადად მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან და ონლაიან საკრედიტო დაწებულებებიდან მიდიან. მისი განმარტებით, გორში ასეთ შემთხევევი საკმაოდ ხშირია.

 „სასამართლოში როცა აქვთ უკვე საქმე და სარჩელი მოდის, ამიტომ  ჩვენ შესაბამის საბუთს შევადგენთ ხოლმე, რომ მათი ინტერესებიც იყოს გათვალისწინებული“, -განმარტა მერებაშვილმა.

მერებაშვილის თქმით, თუ მოვალემ არ შეასრულა დაკირსებულო ვალდებულება, მაშინ მის სახელზე არსებული ყველა უძრავი და მოძრავი ქონების დაყადაღება ხდება, შემდეგ კი აუქციონის წესით იყიდება.

 „სააღსრულებლო პროცესი მოჰყვება ხოლმე სასამართლოს გადაწყვიტილებას, შემდეგ კი კრედიტორი გადასცემს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და დაიწყება შესაბამისი პროცესები.“

საქართველოს ეროვნულო ბანკის საკრედიტო ბიუროს მონაცემებით, ვადაგადაცილებული დავალიანება საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს აქვს. სესხის ოდენობა კი ათ მილიარდ ლარს შეადგენსსაერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის მიხედვით, ირკვევარომ საბანკო დავალიანების მქონე მოსახლეობის სიჭარბით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

Read 2003 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი