Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 13 სექტემბერი 2018 11:50

გორის ციხეზე მისი რეაბილიტაციის პრეზენტაცია გაიმართება

Rate this item
(0 votes)

14 საათზე გორის ციხის რეაბილიტაციის პრეზენტაცია გაიმართება.

ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლები ჩამოვლენ და შეკრებილ საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან, თუ რა სახის სამუშაოები განხორციელდება.

ციხე - სიმაგრის სარესტავრაციო - სარეაბილიტაციო სამუშაოები, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანადგომით მიმდინარეობს. 

პროექტის შედეგად ციხის კომპლექსისა და მიმდებარე ისტორიულ ზონაში არსებული არქეოლოგიური, ქალაქმშენებლობითი და არქიტექტურული ობიექტების ბაზაზე მომდევნო 4 წლის განმავლობაში სამუზეუმო - სანახაობითი, შემეცნებითი, სავაჭრო და აქტიური დასვენების სივრცეები შეიქმნება.

Read 1227 times Last modified on ხუთშაბათი, 13 სექტემბერი 2018 14:53