კვირიკაშვილი: "ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნოდ ყველა რეგიონი პოლიციურ კადრებს ჩააბარა

სექტემბერი 12 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"მაქვს მოლოდინი, რომ არჩევნები პოლიციურ რეჟიმში ჩატარდება, ივანიშვილი აღარ მოვა ფოჩიანი კანფეტებისა და მსგავსი დაპირებებით“, - ასეთ განცხადებას აკეთებს სამოქალაქო აქტივისტი ოთარ კვირიკაშვილი მმართველი გუნდის საარჩევნო მზადებასთან დაკავშირებით.

რადიო "მოზაიკასთან“ საუბრისას ის ამბობს, რომ შიდა ქართლის რეგიონში გიორგი ხოჯევანიშვილის გუბერნატორად დანიშვნაც ამის ერთ - ერთი დამადასტურებელი ფაქტია.

"საარჩევნოდ, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა რეგიონებში მმართველობა პოლიციურ კადრებს ჩააბაროს, რადგან უკვე ხედავს, რომ არჩევნების გაყალბების გარეშე, მიზანს ვერ მიაღწევს. აქვე, ხაზგასასმელია ისიც, რომ თვითონ მმართველ გუნდს საკუთარი პარტიიდან უშიშროებისა და სპეც სამსახურის წარმომადგენელი ვინც ჰყავდა, აღმოჩნდნენ უუნაროები, ამიტომ "ქართული ოცნება“ ეყრდნობა ისევ და ისევ იმ ადამიანებს, რომლებსაც თავის დროზე კარგად იყენებდა „ნაციონალური მოძრაობა“ . ასეთია, მაგალითად, შიდა ქართლის ახლადდანიშნული გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობდა "ნაციონალური მოძრაობის" დროს და ასეთივეა მისი ძმაც,ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ვანო მერაბიშვილის გვერდით იდგა, გუშინ კი ვნახეთ, ის ივანიშვილის დავალებით, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მივიდა და ზაზა სარალიძეს კარვის გაშლის უფლებას არ აძლევდა“, - აცხადებს ოთარ კვირიკაშვილი

Read 930 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი