გორის მერია: კარალეთის სკვერის სკამები არ გამქრალა

სექტემბერი 12 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"სკვერში დამონტაჟებული 10 სკამიდან, მოსახლეობის დაუდევრობის გამო დაზიანებული და მათ მიერ თვითნებურად საცხოვრებელ კორპუსებთან გადატანილი 4 სკამი, მერის წარმომადგენელმა მოაგროვა, შეაკეთა და კარალეთის საბავშვო ბაღს გადასცა", - ამის შესახებ გორის მერიაში აცხადებენ.

მერიაში ამბობენ, რომ ამიერიდან, რეაბილიტირებული სკამები ბაღის ეზოში დაიდგმება და მათ აღსაზრდელები გამოიყენებენ. დანარჩენი 6 სკამი კი სკვერის ტერიტორიაზე რჩება, რაც ამ ეტაპზე სკვერისთვის სავსებით საკმარისია.

გარდა ამისა, აღნიშნულ სკვერში, 15 სექტემბერს, "დაასუფთავე საქართველოს“ კამპანიის ფარგლებში, გაიმართება დასუფთავების აქციაც.

ასევე, გორის მუნიციპალიტეტის მერია კარალეთის მოსახლეობას მოუწოდებს, მონაწილეობა მიიღოს აქციაში, გაუფრთხილდნენ სკვერის ინფრასტრუქტურას და ნუ დააზიანებენ საზოგადოებრივ საკუთრებას.

გორის მერია საკრებულოს დეპუტატის, ბექა ქორჩილავას განცხადებას გამოეხმაურა. ქორჩილავას თქმით, კარალეთის სკვერიდან, სკამები გაქრა.

Read 637 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი