ქორჩილავა: გვიპასუხოს მერმა, სად გაქრა კარალეთის სკვერიდან სკამები

სექტემბერი 12 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გორის საკრებულოში, ბექა ქორჩილავა სოციალურ ქსელში კარალეთის სკვერის ფოტოებს ავრცელებს.

მისი განმარტებით, სკამები, რომლებიც ადრე სკვერში იდგა, დღეს იქ აღარ დახვდათ, რაც მათ გარკვეულ კითხვებს უჩენს. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი პასუხს აღნიშნულის შესახებ გორის მერს სთხოვს.

"გვიპასუხოს კონსტანტინე თავზარაშვილმა სად გაქრა კარალეთის სკვერიდან სკამები. ამის შესახებ მოსახლეობამ თავად მოგვმართა და ვითარებაში გარკვევა გვთხოვა. ავედით ადგილზე და ვნახეთ, რომ სკვერში, სკამების ადგილას ლურჯი მაისურები თუ ცელოფნებია ჩამოცმული. თუ მოჰქონდათ და დადგეს სკამები, რაღატომ წაიღეს, ან ვინ წაიღო. თუ მოპარულია, რატომ არ მიდის ამაზე გამოძიება", - აცხადებს ბექა ქორჩილავა.

Read 662 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი