ბადრი ნანეტაშვილი: უსუფაშვილის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში გარკვეულ წვლილს შევიტან

სექტემბერი 11 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

“მნიშვნელოვანს არა, მაგრამ რაღაც გარკვეულ წვლილს მეც შევიტან დავით უსუფაშვილის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში“, - ეს განცხადება რადიო “მოზაიკასთან“ საუბრისას საკრებულოს წევრმა “შენების მოძრაობიდან“, ბადრი ნანეტაშვილმა გააკეთა.

ის ამბობს, რომ გამიჯნულია კანონით აკრძალულ ბიზნესსაქმიანობასთან და ტელეკომპანია "თრიალეთი", პრივილეგირებულ ვითარებაში არცერთ კანდიდატს არ ჩააყენებს.

“რაც შეეხება მედიამხარდაჭერას, მე ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ, საკრებულოს წევრობის გამო, მართვაში არ ვერევი. ტელევიზია არის დამოუკიდებელი და მით უმეტეს, კანონი კრძალავს ვინმესთვის განსაკუთრებული პრივილეგიების მიცემას“. - განაცხადა ბადრი ნანეტაშვილმა.

კითხვაზე, თუ რატომ აირჩია რეგიონში დავით უსუფაშვილმა ის ძირითად პარტნიორად, ნანეტაშვილი ამბობს, რომ ამაზე პასუხი თავად "შენების მოძრაობაში" უნდა მოვიკითხოთ.

Read 834 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი