მაკრახიძე: რამე რომ მომივიდეს, ხომ უნდა მიხედოს ჩემ საქმეს ვინმემ

სექტემბერი 11 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"მე უკვე სიბერეში ვარ და რამე რომ მომივიდეს, ხომ უნდა მიხედოს ვინმემ ამ ყველაფერს", - ასე გამოეხმაურა გორის მაჟორიტარი დეპუტატი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გორის ბაზრის "21-ე" წილის შვილიშვილისთვის გადაცემას.

72 წლის დეპუტატი ფიქრობს, მის საქმეს 19 წლის ახალგაზრდა თავს კარგად გაართმევს.

"არ მაქვს უფლება ჩემი წილები ვისაც მინდა იმას გადავცე? ჩემი შვილიშვილი 19 წლისაა, სკოლა დაამთავრა, უმაღლესში სწავლობს, გონიერი გოგოა და პარალელურად, ამ საქმესაც თავს თავისუფლად გაართმევს. იმ ბაზარს ყავს თავისი დირექტორი და მასთან შეთანხმებულად იმუშავებს", - განაცხადა იოსებ მაკრახიძემ.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, 19 წლის ელენე მანჯგალაძე აგრარული ბაზრის აქციების საერთო რაოდენობის 17%-ს მიმდინარე წლის აგვისტოდან ფლობს. მან ეს წილი ოფიციალურად ბებიასგან მიიღო, თავად ციცინო კალანდაძეს კი თავის დროზე ის მეუღლისგან გადაეცა.

Read 1207 times Last modified on Last modified on სექტემბერი 11 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი