ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი ქონების აღწერა 21 სექტემბრამდე გაგრძელდება

სექტემბერი 11 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"უძრავი ქონების დეკლარირება ამ დრომდე ქურთის მუნიციპალიტეტიდან 500 - მდე ადგილნაცვალმა პირმა მოახდინა. პროცესი ვერხვების დევნილთა დასახლებაში მიმდინარეობს და სპეციალურად შექმნილი ჯგუფები იძულებით გადაადგილებულ პირებს საჭირო მონაცემების დადგენაში ადგილზე ეხმარებიან", - ინფორმაცია ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა, გაბრიელ ჭულუხაძემ მიაწოდა.

მისი განმარტებით, ვერხვებისა და კარალეთის დასახლებებში მაცხოვრებლების შემდეგ ამ პროცესში ხვალიდან უკვე ბერბუკის დასახლებაში მცხოვრები ადგილნაცვალი პირები ჩაერთვებიან.

"დღეს სრულდება კარალეთისა და ვერხვების დასახლებაში მცხოვრებთა უძრავი ქონების აღწერა, ხვალიდან პროცესში ბერბუკის დასახლებაში მაცხოვრებლები ჩაერვებიან. მათი ტრანსპორტირების საკითხს ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობა უზრუნველყოფს. 15-20 წუთი სჭირდება თითოეულ დევნილთან მუშაობას. 2004-2007 წლების რუკას ვიყენებთ google - დან და თუ ვინმეს გაუჭირდა თავისი სახლის პოვნა, ჩვენ ვეხმარებით მოძებნის პროცესში", - ამბობს ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელი, გაბრიელ ჭულუხაძე.

შიდა ქართლის შემდეგ აღწერის პროცესი უკვე თბილისში გაგრძელდება. დევნილებს, რომლებიც ადგილზე ვერ მოასწრებენ რეგისტრაციის გავლას, დედაქალაქში, ყოფილ დევნილთა სამინისტროს შენობაში შეეძლებათ მიმართონ ჯგუფის ოპერატორებს. 

ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი უძრავი ქონების დეკლარირება წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

Read 1422 times Last modified on Last modified on სექტემბერი 11 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი