გორის მერს სასამართლოში უჩივიან

იანვარი 23 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

10-მდე ყოფილმა საჯარო მოხელემ, თანამდებობაზე აღდგენის მიზნით სარჩელი მოამზადა და სასამართლიში შეიტანა. ისინი ფიქრობენ, რომ გამოცდილებისა და კომპეტენციის გათვალისწინებით  მათი გათავისუფლება არაკანონიერია, რადგან მეორე და მესამე რანგის თანამშრომლები არიან. მერმა კი, უპირატესობა საშუალო განათლების მქონე ადამიანებს მიანიჭა.

გათავისუფლებულ ადამიანებს შორის არიან ირმა პაპიძე და ნათია ჭამპურიძე. მათი ინფორმაციით, კონსტანტინე თავზარაშვილმა  პირადი ინტერესების მიხედვით, ყოველგვარი გავფრთხილებისა და კომპენსაციის გარეშე გაათავისუფლა. 

თავის მხრივ, კომენტარი გააკეთა გორის მერმაც. მან  განაცხადა, რომ თანამშრომლების დანიშვნა - გათავისუფლება  მობილობის წესის დაცვით განახორციელა. არჩევანი კი კარგსა და საუკეთესოებს შორის გააკეთა.

Read 3751 times Last modified on Last modified on იანვარი 23 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი