იოსებ ბორცვაძე: არის საფრთხე, რომ ზურაბიშვილმა თავად გაგვთხაროს

სექტემბერი 10 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"თუ 28 ოქტომბრამდე სალომე ზურაბიშვილი არ გავთხარეთ, მერე შეიძლება მან გაგვთხაროს" ,- ეს სიტყვები "ახალი მემარჯვენეების" გენერალურ მდივანს იოსებ ბორცვაძეს ეკუთვნის, რომელმაც საკუთარი მოსაზრება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

რადიო "მოზაიკა" დაინტერესდა თუ რა საფრთხეებზე მიუთითებდა აღნიშნული პოსტი. რა იგულისხმებოდა ამ სიტყვებში იოსებ ბორცვაძემ თავად განმარტა.

"ზურაბიშვილის სიტყვებით გადმოვეცი მოსალოდნელი საფრთხე, რაც შეიძლება ახლდეს მის არჩევას, რაც ქვეყნის სტრატეგიულ მიზნებში ეჭვის შეტანას გამოიწვევს. 
უნდა გააცნობიერონ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმაც, რომ ეს საზიანო იქნება ჩვენი სამშობლოსთვის. რას ვეუბნებით ჩვენ იმ ჯარისკაცების მშობლებს, შვილებს, ვინც იბრძოდა, ვინც თავი შესწირა ქვეყნის მთლიანობას, რომ ხუშტურს შეეწირნენ და არა სამშობლოს სიყვარულს"? - აღნიშნა იოსებ ბორცვაძემ.

რადიო "მოზაიკას" კითხვაზე, თუ ვის უჭერს მხარს მათი პარტია, იოსებ ბორცვაძემ განაცხადა, რომ "ახალ მემარჯვენეებს" ფავორიტი კანდიდატი არ ჰყავთ.

Read 705 times Last modified on Last modified on სექტემბერი 10 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი