Back to Top
 

JPrize Web Geo

კვირა, 09 სექტემბერი 2018 18:14

ხინჩეგაშვილის ვერცხლი პოლონეთიდან

Rate this item
(0 votes)

პოლონეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში ლადო ხინჩეგაშვილს (65 კგ) პირველი საშეჯიბრო დღის წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, წუხელ ფინალური შეხვედრა ტრავმის გამო აღარ უჭიდავია და ვერცხლის მედალს დასჯერდა. 

ხინჩეგაშვილს ფინალში რუსეთის ნაკრების წევრ ახმედ ჩაკაევთან უწევდა ოქროს მედლისთვის ორთაბრძოლა, რომელიც გასულ წელს ყველასათვის დასამახსოვრებელ პაექრობაში დაამარცხა კიდეც, მაგრამ ამჯერად მათი შეხვედრა არ შედგა. 

შეგახსენებთ, რომ ხინჩეგაშვილს და გენო პეტრიაშვილს სექტემბრის მიწურულს ბუდაპეშტში მსოფლიოს ჩემპიონატზე უწევთ ასპარეზობა, სადაც ორივე თავის წონაში (65 და 125 კგ) ჩემპიონის ტიტული მთავარი პრეტენდენტები არიან.

Read 1032 times