ცხინვალში დე ფაქტო შსს ქალი თანამშრომლები აღლუმისთვის ემზადებიან

სექტემბერი 08 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფები 20 სექტემბერს გასამართი აღლუმისთვის ემზადებიან.

აღლუმი "რესპუბლიკის დღეს" მიეძღვნება. 

დე ფაქტო უწყების პრესსამსახურის განცხადებით, ტრადიციული საზეიმო მარში თეატრალურ მოედანზე გაიმართება და მონაწილეობას მიიღებენ ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალი თანამშრომლები.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსპექტორებმა, მერაბ ფუხაევის ხელმძღვანელობით, შეამოწმეს აღლუმის ქალ მონაწილეთა სამწყობრო მზაობა. გამოვლინდა უმნიშვნელო დარღვევები აღჭურვილობის თვალსაზრისით", - განაცხადეს დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს მატერიალურ - ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელი, ვიცე პოლკოვნიკი ჯამბულატ გასეევი აცხადებს, რომ შენიშვნები მიღებულია და დე ფაქტო უწყების ქალი თანამშრომლები ყველა საჭირო ამუნიციას მიიღებენ.

Read 703 times Last modified on Last modified on სექტემბერი 08 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი