Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 06 სექტემბერი 2018 17:04

გორის მერია ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლის სახურავის შეცვლას იწყებს

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში ხანდაზმულთა სახლის სახურავის რეაბილიტაციისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.

6669 ლარის ფარგლებში ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში უნდა დაასრულოს.

მოხუცები აქ დაახლოებით ერთი თვის წინ ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოინახულეს და განაცხადეს, რომ თავშესაფარში მყოფი ადამიანები ზამთრის სეზონზე სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან თუ მერიამ მათ მიმართ დროული ყურადღება არ გამოიჩინა. ადგილობრივ ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ აღნიშნული სახლის საჭიროებებზე ზრუნვა მუნიციპალიტეტს ისედაც დაგეგმილი ჰქონდა.

სოფელ ხურვალეთში ხანდაზმულთა სახლი პროექტის, ,,სახლი საზღვრების გარეშე" ფარგლებში 2016 წელს, გერმანული ორგანიზაციის "არბაიტერ - სამარიტერ - ბუნდის", საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრ "აფხაზეთისა" და ამერიკის განსახლების, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა.

Read 1246 times