ხოჯევანიშვილმა გორში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

სექტემბერი 05 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი ადგილზე გაეცნო გორის ცენტრალური ქუჩების მდგომარეობას, რა დროსაც ყურადღება გაამახვილა ქალაქის იერსახის გაუმჯობესების საჭიროებაზე.

გამოიკვეთა ის საკითხები და საჭიროებები, რომელიც ქალაქის მცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვანია. ადგილზევე, მერთან და მერიის თანამშრომლებთან ერთად იმსჯელეს პრობლემების გადაჭრის გზებზე. ხოჯევანიშვილის თქმით, იგი გეგმავს აღნიშნულ საკითხებზე ისაუბროს მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან, რათა მინიმალურ დროში მოხდეს საკითხების გადაჭრა.

მოგვიანებით, შიდა ქართლის გუბერნატორი გორის ციხეზეც იმყოფებოდა, სადაც ამჟამად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი აგვისტოს თვეში დაიწყო და რამდენიმე ეტაპს მოიცავს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს წინასარესტავრაციო არქეოლოგიური სამუშაოები, რის შემდეგაც ჩატარდება სარეაბილიტაციო და შემდეგ საკონსერვაციო სამუშაოები. ყოველი ეტაპის დასრულების შემდეგ ძეგლი შეიძენს დამატებით როგორც სანახაოებრივ, ისე საგანმანათელებლო ფუნქციას.

Read 870 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი