სკოლამდელი აღზრდის სააგენტო მშობლებს, რეგისტრაციის დასრულების შემდეგ დაუკავშირდება

სექტემბერი 04 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

“10 სექტემბრის შემდეგ, როდესაც დასრულდება საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია, სააგენტო აღსაზრდელების მშობლებს დაუკავშირდება“, -  ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ლია კოვზიაშვილი სოციალურ ქსელში, ბავშვების ბაღში ჩარიცხვის საკითხით დაინტერესებული მშობლების კომენტარებს გამოხმაურა.  

მოგეხსენებათ, 10 სექტემბრამდე გაგრძელდა რეგისტრაციის პროცესი. როგორც კი დასრულდება, მაშინ ეტაპობრივად დავუკავშირდებით მშობლებს“, -განაცხადა ლია კოვზიაშვილმა. 

სააგენტოს ხელმძღვანელი ერთ-ერთი მშობლის მიერ დაწერილ კომენტარსაც პასუხობს, რომლის მიხედვით, საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების ჩარიცხვა ერთი წლით ადრე, “ჩაწყობით“ ხდეობოდა:

“ერთი წლის წინ სააგენტო ამ ფორმით არ არსებობდა, რა სახითაც ახლა ფუნქციონირებს. ჩვენ გამოვაცხადეთ რეგისტრაცია, მანამდე როგორ ხდებოდა, ნამდვიალად არ ვიცი. ახლა, რეგისტრაციის გავლის გარეშე, ვერც ერთი ბავშვი ვერ მოხვდება სააღმზრდელო დაწესებულებაში“, - ამბობს კოვზიაშვილი. 

 

გორის საბავშვო ბაღებში სწავლა 17 სექტემბერს განახლდება, აღსაზრდელების რეგისტრაცია 10 სექტემბრამდე გრძელდება.

Read 1304 times Last modified on Last modified on სექტემბერი 04 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი